რეზონანსი
05.01.2023

შპს "ვარკეთილაირის" ინფორმაციით, ვარკეთილში CO-ს გაჟონვის გამო ორი ახალგაზრდა მოიწამლა.

„ძვირფასო მეგობრებო! შპს"ვარკეთილაირი"კიდევ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სითბოს და სინათლეს თქვენს ოჯახებში და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ახალი წლის დღეებში არ გვსურდა ნეგატიური განწყობის შექმნა თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფაქტის უგულებელყოფა ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა სწორი.

ა/წ 3 იანვარს ვარკეთილი3-ის,მე-3 მკრ-ნის 316-ე კორპუსში 2 ახალგაზრდა ადამიანი მოიწამლა CO-ს გაჟონვის გამო, რაც გამოიწვია არასტანდარტული გაზის დანადგარმა. შპს"ვარკეთილაირი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: შეცვალოთ არასტანდარტული( ასევე კუსტარული) გაზის დანადგარები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.

ნუ დააყენებთ თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ! იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ და სარგებლობთ ტექნიკურად გაუმართავი, ან/და არასტანდარტული (ასევე კუსტარული წესით დამზადებული) გაზის მოწყობილობით, დაუკავშირდით შპს "ვარკეთილაირის" ადმინისტრაციას მოწყობილობის ჩახსნის მიზნით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოწმების დროს, თქვენ შეგიწყდებათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გისურვებთ წარმატებებს! შპს"ვარკეთილაირის" ადმინისტრაცია, - წერია „ვარკეთილაირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×