რეზონანსი
05.01.2023

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მისმა შვილმა „ვივამედში" გონება დაკარგა, რის შემდეგაც მისი მოსულიერება გაუჭირდათ. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ნებისმიერ დროს განმეორდეს და ფატალურად დასრულდეს.

"დღეს კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორ ეპიზოდს შორის, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს და დამთავრდეს ფატალურად.

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო. წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენს ამ პრობლემას, მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია", - განაცხადა ალასანიამ.

დღეს პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×