რეზონანსი
05.01.2023

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის შეყვარებულის მიერ  მკვლელობამ საქართველო შესძრა, 

როგორც ირკვევა, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება. ლიზა ქისტაური სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აქვეყნებდა ფოტო თუ ვიდეომასალას. მას უამრავი გამომწერი ჰყავდა, რომლებიც მას გულშემატკივრობდნენ, თუმცა, ასევე, ჰყავდა კრიტიკოსებიც. ლიზა ქისტაურის ტიკ-ტოკის გვერდზე იძებნება ვიდეო, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, შეყვარებულთან ერთად პოზირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×