რეზონანსი
06.01.2023

„სალონიკი: ეს არის ადგილი, სადაც 23 წლის რეპერმა 2 საათის განმავლობაში 8 ძარცვა ჩაიდინა" - ამ სათაურით აქვეყნებს ბერძნული მედია სტატიას და წერს, რომ საბერძნეთში დააკავეს 1999 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე. სტატიას თან ახლავს ფოტომასალა, ასევე, მითითებულია დაკავებულის სახელი და გვარი.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცმა, 14 დეკემბერს დასავლეთ სალონიკში ორი საათის განმავლობაში რვა შეიარაღებული ძარცვა განახორციელა.

„თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის",- ნათქვამია სტატიაში.

კიდევ ერთი ბერძნული გამოცემა წერს, რომ მანამდე მან, ასევე, გაძარცვა სამი მაღაზია. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც თავი რეპ მუსიკოსად გამოაცხადა, ციხიდან ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულმა, სავარაუდოდ, აღიარა ყაჩაღობა, რომელიც ჩაიდინა კიდევ ორ პირთან ერთად, რომელთა ვინაობა უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანი ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×