რეზონანსი
06.01.2023

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 პირიდან, 39 იყო პარლამენტის წევრი . მათგან, 6 დეპუტატის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, 27 - დაჯარიმდა, 3 -ს გაფრთხილება მისცეს, ხოლო 3 დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებლი ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხვონილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დეკლარაცია ლევან ხაბეიშვილის როგორც პარლამენტის წევრს 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავი ქონება. მის საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა. ამასთან მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×