რეზონანსი
06.01.2023

კლინიკა „ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. პალატის დატოვების შემდეგ მან მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ საპატრიარქო არ ერევა შეწყალების საკითხში და არ აქვთ უფლება გავლენა მოახდინონ შესაბამის პირებზე.

„ითხოვა პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ, შეწყალების უფლება, ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, და იგი დათანხმდა ამაზე თვითონ და ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ, და ახლა ზუსტად ამას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტიურად შეიწყალოს, თქვენ კი არ ითხოვთ, საზოგადოება. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ", - თქვა მეფე ნიკოლოზმა.

მისი განცხადებით, როგორც თვითმხილველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ.

„ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი მოთხოვნა, სხვა ჩვენი, მეც კი სხვა პროცესებში, სახელმწიფო პროცესებში, თუნდაც იურიდიული, ვერ ჩავერევი და ვერც შეწყალებას ვერ მოვითხოვ. პატრიარქის პოზიცია არის ის, რომ მე დავდივარ აქ და მე ვახმოვანებ ჩემ აზრს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 იანვარს მორიგ სხდომას გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×