რეზონანსი
08.01.2023

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაა.

„ცოტა უხერხული განცხადება იყო - ჩამოვალ და ჩემი ხელით წავიყვან პატიმარ სააკაშვილსო და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მეორეს მხრივ, ცხადია ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, ვინაიდან მსგავს გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და მოსამართლე დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვერავინ ჩაერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×