რეზონანსი
12.01.2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულმა აუდიოჩანაწერმა, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

"ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა. აქამდე ნაწილობრივ ისაკუთრებდა დასავლეთი, რომ ეს მისია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას ხელი შეუწყო "აგენტოკრატიის" გარკვეულმა ჯგუფმა, ძირითადად, დასავლეთიდან. მაგრამ, აქვე, მისი დედა, ქალბატონი გიული ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მთავარი სწორედ ეს არის, რომ ის არ არის საქართველოს, ის არ არის ჩვენი და მისთვის მთავარია რომ იყოს მისი, ვინც ხელს შეუწყობს მას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. ამიტომ, მგონია, რომ სანამ ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, იყოს იქ, სადაც არის.

მთავარია ვიყოთ ფხიზლად, ის არ არის ჩვენი, ის არ არის საქართველოსი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×