რეზონანსი
12.01.2023

უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი ამბობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ემზადება უახლოეს მომავალში უკრაინაზე მსაიური შორეული თავდასხმების განმეორებისთვის ირანული დრონებითა და რაკეტებით. ამ თემაზე მან ტელერადიო კომპანია "კიევის" ეთერში ისაუბრა.

"სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა. რადგან დამპყრობელთა ჯარების მომზადების პერიოდულობა ზუსტად ასეთია: სადღაც 10-12-14 დღეში მათ ხელახალი აღჭურვა სჭირდებათ მასიური თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ისინი ახორციელებენ უკრაინის ტერიტორიაზე.

ვინაიდან ისინი ახლა დაუმეგობრდნენ ამ პრაქტიკას, ასე ვთქვათ, და მოსწონთ, სავარაუდოა, რომ ისინი ემზადებიან ერთ-ერთი ასეთი შეტევის განმეორებისთვის. და, შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება საჰაერო ხომალდები, საზღვაო რაკეტები და კამიკაძე დრონები", - თქვა მან.

გუმენიუკი მიიჩნევს, რომ რუსებს აწუხებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხარისხი, ამიტომ ისინი ცდილობენ გამოიყენონ „ტალღური ტაქტიკა" საჰაერო თავდაცვის პოზიციების იდენტიფიცირებისთვისა და მათზე თავდასხმის მიზნით.

გუმენიუკმა ასევე აღნიშნა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო თვითმფრინავების აქტივობის ზრდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×