რეზონანსი
15.01.2023

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ კუთხით შეიძლება სერიოზული წინსვლის მიღწევა მომავალი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, რადიკალიზმის შემცირების მთავარი გასაღები რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაშია.

„დღეს რეალურად არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება (და მე მგონია, რომ აუცილებლად გაგრძელდება), შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით. რადიკალიზმის ხარისხის შემცირება არის მნიშვნელოვანი და ამის მთავარი გასაღები სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაში, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებით არის დასუსტებული", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×