რეზონანსი
15.01.2023

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. სამძიმრის წერილი მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გამოგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობარ ქართველ ერს. ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა", - წერს ფაშინიანი.

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×