რეზონანსი
16.01.2023

საშობაო არდადეგების შემდეგ, დღეიდან, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება, რის გამოც ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, მობილობის გაზრდასთან ერთად იმატებს დაინფიცირების რისკებიც და მოუწოდებენ მშობლებს, ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვს სახლიდან ნუ გაუშვებენ.

"დაავადების კლებადობა არ აღინიშნება. ერთადერთი, სტაციონარულ ნაწილში, ჯერჯერობით, მართვადი არის მდგომარეობა და იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს სამედიცინო სექტორი, ჩვენ, ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სექტორს.

არსებობს საფრთხე, რომ იწყბა სკოლა და ბაღი, რაც ქმნის რისკს, რომ გაიზარდოს მობილობა. პირი უნდა იყოს იმუნიზირებული, შედარებით მსუბუქი ფორმით რომ იყოს დაავადების მიმდინარეობა," - განაცხადა "რუსთავი 2"-თან ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×