რეზონანსი
19.01.2023

გაერთიანებული სამეფო უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ესტონეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

„თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება",- განაცხადა უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წელსაც.

მისი თქმით, ბრიტანეთი ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებს.

მან ამასთან მოუწოდა რუსეთს დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

„ჩვენ არსად ვქრებით, ბატონო პუტინ. ჩვენ ამ პროცესში ხანგრძლივად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი ანგარიში უნდა შეცვალოთ, ცვლილება უნდა შეიტანოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ",- განაცხადა უოლესმა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთს ესმოდეს, რომ ის საბოლო ჯამში გაგდებული იქნება უკრაინიდან, უკრაინის სუვერენიტეტი კი აღდგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×