რეზონანსი
07.02.2023

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია ამბობს, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ექმენება.

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას",-წერს მელია.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×