რეზონანსი
07.02.2023

გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში, სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შექმნილ სიაზე, რომელსაც შეუერთდნენ ევროპული ქვეყნებიდან ყოფილი მაღალჩინოსნები, ისინი საქართველოსხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მიიღონ ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა, სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები.

„რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, ჯერ ერთი, ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რომლებიც „ნაცმოძრაობის" მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, 90 პროცენტზე მეტი არის სწორედ ასეთი თანამდებობის პირი. არც მარგველაშვილი, არც მისი მეგობრები არ არიან საერთოდ საინტერესო. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მიიღებს ამ დროს შესაბამის გადაწყვეტილებას, შესაბამისი უწყება. ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ცხრა ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. რა შუაშია ჰუმანიტარული მოსაზრება. ბუნებრივია, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა, სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები.

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ. მათ უნდათ, რომ სააკაშვილისგან შექმნან ოპოზიციის ლიდერი, ის სჭირდებათ მათ გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი, ეს არის მათი ერთდერთი ინტერესი, ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედი. ჩვენთვის ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×