რეზონანსი
07.02.2023

თურქული გამოცემები, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მახანძრე-მაშველის სტიქიის ზონაში გამგზავრების შესახებ წერენ.

„საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან", - წერს თურქული პრესა.

თურქული მედიასაშუალებები ასევე წერენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურების შესახებ, სადაც ის უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხის მიმართ.

„ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით და მზად არის აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება", - წერს თურქული მედია.

6 თებერვალს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×