რეზონანსი
08.02.2023

ეს არის დაგეგმილი კამპანიის ნაწილი, რომელიც კარგად ორგანიზებულია და რომელშიც არის კონკრეტული თანხა გადახდილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ეს ყველაფერი დღესდღეისობით დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ. მაშინ, როდესაც აქ გვიყიჟინებენ, რომ თითოს მთელი მსოფლიოა შეძრწუნებული მიხეილ სააკაშვილის საკითხით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მარტივი დაკვეთა, რომელშიც კონკრეტული თანხაა გადახდილი და მოდით, ვთქვათ, რომ ეს დიდი თანხაა, მილიონს აღწევს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×