რეზონანსი
22.02.2023

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ყოველდღიურად, ენერგეტიკული ბალანსის უარყოფით რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით, მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია გვაქვს წონის კლების ასეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციებისთვის აუცილებელია, რომ მან დღიურად მინიმუმ, 1700 კალორია მიიღოს.

სოფო მებუკეს თქმით, პაციენტი ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია, „თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას".

„რასაკვირველია, ეს შეთავაზებულ იქნა, თუმცა ის თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას დღემდე აგრძელებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, რომელსაც ნამდვილად ახასიათებს მადის დაქვეითება და ის არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი, თუმცა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ასეთი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთს მომენტით," - განაცხადა სოფო მებუკემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×