რეზონანსი
22.02.2023

ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში, - ასე მიმართა „საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების მიცემისას.

პროცესზე, „საქართველოს ბანკის" თანამშრომელი იკითხებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა ისე იყო შენიღბული, მისი იდენტიფიცირება უჭირს.

დაზარალებული პროკურორისა და ადვოკატები ს კითხვებს თითქმის ერთი საათს განმავლობაში პასუხობდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ აკავშირებდა ის ბადრი ესებუას ბანკში შეჭრილ მძარცველთან, დაზარალებულმა უპასუხა: „ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობის რომ ყოფილიყო , ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას. იყო მაქსიმალურად კარგად შენიღბული".

მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა, რაზეც ესებუა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ , რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა ბადრი ესებუამ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც „საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და დაზარალებულთა დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხა „საქართველოს ბანკის" ერთი თანამშრომელი. შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×