რეზონანსი
22.02.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას გამოეხმაურა.

„რეალურად რა მოხდა. მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა. შემოდიან კომიტეტებზე, მერე ისევ სხვა ვითარება ექნებათ და შეიცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი. კარგია, კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა", რაც უფრო მეტად აჩვენებს მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი. ხაბეიშვილს ახლა არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ის არის ფორმალური თავმჯდომარე და სინამდვილეში კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ ყველაფერს ამ პოლიტკურ პარტიაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ პარტიაში. არც ხაბეიშვილის სიტყვა და არც მისი რეპუტაცია არავის აინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×