რეზონანსი
22.02.2023

რეფორმის შედეგების თვალსაზრისით, ჩვენი ყველაზე მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ მოქალაქეებს აქვთ ნდობა არჩევნების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ეს არჩევნები ჩატარდება პრაქტიკულად ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთის მხრივ გაამარტივებს პროცედურებს და მეორეს მხრივ, გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციას და ვინმეს მხრიდან მცდელობას, რომ ზიანი მიაყენოს რაიმე ფორმით ამ არჩევნებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის 164 უბანი გაიხსნება, 117-ში კი გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×