რეზონანსი
22.02.2023

„ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში კლინიკის ექიმები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც.

„კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იგივე, რაც აპრობირებულია, დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა. პაციენტისთვის კეთდება ყველა საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგრამ მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება - ეს არის პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე. მე შემიძლია ყველა ჩვენი ექიმის, ჩვენი კლინიკის სახელით თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც სამედიცინო მხარეს გააჩნია. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ამ მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი შედეგი, რაც დღევანდელი დღისთვის გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ და ყველამ კარგად იცის, რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას მართალია, უჭირს გადაადგილება. ამაზე მკურნალი ექიმი უფრო მოგახსენეთ, თუ რა არის ამის მიზეზი. ჩვენი მხარის მიზანი არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან," - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×