რეზონანსი
28.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში ზის რუსეთის მოქალაქე, რას მელაპარაკებით ახლა? კობა ნაყოფიაზე ვლაპარაკობ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის მოქალაქისგან მიერ „ქართული ოცნებისთვის" გაღებულ შემოწირულობას ეხებოდა.

„დღეს რომ კვლევები ტარდება, თუ საიდან იღებენ პარტიები დაფინანსებას, ასეთივე ინტერესი აქვთ მოქალაქეები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც პარტიებზე უფრო დიდი ბიუჯეტი აქვთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე დეტალები არ ვიცი. არის კანონით განსაზღვრული ჩარჩოები და ამ ჩარჩოებს მიჰყვება ყველა. რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ქართველი ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან კავშირი აქვს. ეს ღია მონაცემებია და ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ არაფერი დასამალი ჩვენს პარტიას არ აქვს", - აცხადებს პაპუაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×