რეზონანსი
28.02.2023

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მტკიცე პოზიციები, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გააგრძელებს მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტიტუტში თანამშრომლობის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუმინელ კოლეგებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და მხარდაჭერა.

„ჩვენთვის რუმინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მტკიცე პოზიციები, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გააგრძელებს მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტიტუტში თანამშრომლობის ფარგლებში. ვსაუბრობთ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ტარდება ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს როლი ევროკავშირისთვის, ჩვენი ქვეყნის მზარდი როლი რეგიონში დაკავშირებადობის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ასევე წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვა, უფრო საინტერესო ფაზაში გადაყვანას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვიზიტით იმყოფება.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×