რეზონანსი
15.03.2023

„ნიუ ჰოსპიტალსი" აქციაზე დაშავებული პირის მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის მკურნალობს ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია ფარავენ.

„აქციაზე დაშავებულ პირს, თვალის დაზიანებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება „ნიუ ჰოსპიტალსის" ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში 2023 წლის 8-10 მარტს გაეწია. ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და მისი მკურნალობის ღირებულება დაფარულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით.

კლინიკის დახმარებით პაციენტი შეფერხების გარეშე იღებს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას.

დაგეგმილი, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევის ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. პაციენტი იმყოფება კლინიკის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და მიიღებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც დაკავშირებულია დაზიანების შემდგომი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×