რეზონანსი
15.03.2023

პოლონეთში რუსეთის საჯაშუშო ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც დივერსიებს გეგმავდა, დაკავებულია 6 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF FM-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების მსვლელობისას პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) ექვსი ადამიანი დააკავა, ხოლო სარგინგზო მარშრუტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საჯაშუშო ქსელი საქმიანობის გამო განგაში გამოცხადდა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები უცხოელები არიან "აღმოსავლეთ საზღვრის გარეთიდან" და, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ. ABW-მ ისინი მას შემდეგ დააკავა, რაც მნიშვნელოვან მარშრუტებსა და სარკინიგზო კვანზებზე ფარული ვიდეოკამერები აღმოაჩინეს, რომლებიც მარშრუტებზე მოძრაობას აფიქსირებდნენ და გამოსახულებას ქსელში აგზავნიდნენ.

გამოცემის თანახმად, საუბარი, უპირველეს ყოვლისა, კარპატების სავოევოდოშო მდებარე სარკინიგზო მარშრუტებს შეეხება, კერძოდ, იასიონკასთან მდებარე აეროპორტთან, ქალაქ ჟეშუვთან ახლოს. აღნიშნული აეროპორტი მთავარი სატრანზიტო პუნქტია უკრაინაში მიმავალი დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის.

ფარული კამერები პოლონეთის სხვა ნაწილებშიც იყო დაყენებული. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პოლონეთის პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმში იყვნენ გადაყვანილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×