რეზონანსი
15.03.2023

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის თავად ვერ ადასტურებს, რომ კორპორატივიზმი, როგორც გამოწვევა არსებობს სასამართლოში ან იუსტიციის საბჭოში.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლებში დაკავებული იყო სტიგმის შექმნით და იარლიყების მიწებებით, მათ შორის სასამართლო სისტემისთვის.

„ვენეციის კომისიამ შეხედა მთლიანად პროცესს ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ნახსენებია იუსტიციის საბჭოს რეფორმირების საკითხი და საუბრობს ე.წ. კორპორატივიზმის საკითხზე, თუმცა ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის თავად ვერ ადასტურებს რომ კორპორატივიზმი, როგორც გამოწვევა არსებობს სასამართლოში ან იუსტიციის საბჭოში. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლებში დაკავებული იყო სტიგმის შექმნით და იარლიყების მიწებებით, მათ შორის სასამართლო სისტემისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×