რეზონანსი
15.03.2023

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე, მთავარი გზავნილი იყო ის, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, აუცილებელია ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

როგორც სამნიძემ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჯერ კიდევ არის დრო, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ხედავენ, თუ რამდენად მძიმეა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური განცხადებები, არის თავდასხმა ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასევე ანტიდასავლურობაც ქმნის პრობლემას, იმედია ესეც გაიგო „ქართულმა ოცნებამ" 

მთავარი, რაზეც ასევე იყო საუბარი - დიახ, 12 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ბოლომდე მივიყვანოთ, მივიღოთ ევროპული სტატუსი. ამისთვის ჩვენი პარტნიორები მზად არიან და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ერთად მუშაობის გარეშე, ეს მიზანი არ მიიღწევა",- განაცხადა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×