რეზონანსი
15.03.2023

როგროც პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზრიშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეხვედრას „ქართული ოცნების" წარმომადგენელიც ესწრებოდა. იქ იყო ისეთი შეფასებები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.

ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს. მე პირდაპირ გავაჟღერე მესიჯი, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლურ ხელისუფლება და პროევროპული ხალხი გვყავს. ხალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ოცნების" მხრიდან ისეთი შეფასებები გაკეთდა, რაც ყოველთვის კეთდება, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარტნიორები შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან ტყუილს და სიმართლეს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×