რეზონანსი
16.03.2023

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროცესი, ეს არის 12 პუნქტის შესრულების პროცესი. დარჩენილია სულ რამდენიმე პუნქტი. ორთა დაკავშირებით უკვე ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნები და ჩვენ შეგვიძლია უახლოესი 2 თვის განმავლობაში ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და ასევე ასარჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE’“ განაცხადა.

„თქვენ ნახეთ როგორ წარიმართა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. რეალურად ჩვენ გვქონდა ერთადერთი შანსი, დაგვეყენებინა ოპოზიციონერი დეპუტატი კანდიდატად. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხული იყო კანდიდატის გაყვანა. აქაც გამოვიდა მოქმედი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და პირდაპირ ისაუბრა იმ ფაშისტურ ბულინგზე, რომელიც წარმოებდა სამ ქალ დეპუტატზე იმისათვის, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანის კანდიდატურისთვის. ამ ბულინგის ავტორები იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები, ის ცნობილი მდიდარი „ენჯეოები“, რომლებზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ ეს მდიდარი „ენჯეოები“. ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არ იქნება მარტივი, მაგრამ აქაც გვაქვს გარკვეული იმედი, რომ მოვახერხებთ 90 ხმის მოგროვებას“, -განაცხად ირაკლი კობახიძე,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×