რეზონანსი
16.03.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საბურთალოზე ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ გერსამია, მუშაობას ეკა გიგაურთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ გერსამია სოციალურ ქსელში თავად წერს.

იგი აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიაპროექტებს უხელმძღვანელებს. 

„ამიერიდან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესანიშნავ გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ვუხელმძღვანელებ მედიაპროექტებს. ძალიან დიდი მადლობა ეკა გიგაურს და გიორგი ონიანს ნდობისთვის და მათი იმ შემართებისთვის, რომელიც საქართველოს განვითარებას დღეს ასე სჭირდება.

ამ სიახლესთან ერთად, ვტოვებ „მედიახმის“ თავმჯდომარის პოზიციას და როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელს ძალიან მიხარია, რომ მედიახმას ძალიან სანდო გუნდის და ახალი მენეჯმენტის ხელში ვტოვებ. წარმატებებს ვუსურვებ თეონა ცხომელიძეს (აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე), მაია ტორაძეს (გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე) და ახალგაზრდების ბრწყინვალე გუნდს. ვრჩები თქვენს დიდ გულშემატკივრად!

ჩვენ, ყველა ერთად, ყოველდღე, მთელი გულით - ვემსახურებით საქართველოს!“ - დაწერა მარიამ გერსამიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×