რეზონანსი
17.03.2023

ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო" არ განიხილავს არავითარ ერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც მერაბიშვილს საკუთარ ლიდერად თუ თანამოაზრედ განიხილავენ.

„მივიჩნევ, რომ ვანო მერაბიშვილი არის წარსული ამ ქვეყანაში, მას აქვს ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხი გასაცემი. ჩვენ არ განვიხილავთ არავითარ ერთობას, რომელიც ღიად თუ ფარულად შეიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს საკუთარ ლიდერად თუ თანამოაზრედ ხედავენ. მე ვფიქრობ, „ლელოს" პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის სრულიად მარტივი და საზოგადოება მას ძალიან კარგად იცნობს.

მე ვფიქრობ, დემოკრატიის სტანდარტი ყველა პარტიამ უნდა აჩვენოს პირველ რიგში თავის რიგებში და მე ეს არ დამინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ პროცესებში. მე დავინახე ის, რომ კონკრეტული ჯგუფები არიან დომინანტური, დავინახე ის, რომ პოლიტსაბჭოს მსვლელობა იყო არც თუ ისე დემოკრატიული და დავინახე ის, რომ „მესიჯებით" შეიტყო ზოგმა წასვლის შესახებ, ზოგმა არჩევის შესახებ. მე ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში" განახლებას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×