რეზონანსი
25.03.2023

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ის თავს იცავდა. საუბარია მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც ადგილობრივებმა ლიფტში დასახიჩრებული მეზობლის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილს 50-ზე მეტი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის.

„ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მაინც მინდა შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, რათა თქვენ გაითვალისწინოთ და სასჯელად უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ," - ამბობს ბრალდებული.

ცნობისთვის, მამაკაცმა მოხუც პენსიონერს ჯერ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და ლიფტის შახტაში ჩააგდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×