რეზონანსი
04.04.2023

თუკი ვინმეს არ უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა" - ჩავარდნილი ვალდებულებებისა და შეუსრულებელი 12 პუნქტის ფონზე, თუკი ვინმეა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების" ლიდერებს არ გააჩნიათ რაიმე მორალური უპირატესობა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების მისამართით მუქარის შემცველი შინაარსის განცხადებები აკეთოს.

„საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ, 7-8 მარტს „ქართულ ოცნებას" პასუხი გასცეს. ე.წ. მეორე ფრონტი ეს არის მათი პროპაგანდა, რითაც მოსახლეობას აშინებენ. თუ ვინმემ გახსნა ცეცხლი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება". ასევე, თუკი ვინმემ გახსნა ცეცხლი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება" თავისი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური განცხადებებით და ქვეყანაში კრემლის გავლენების გაძლიერებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×