რეზონანსი
04.04.2023

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას და „ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მიზეზი გაურკვეველია.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლიშვილსაც. მიზეზი გაურკვეველია, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამალი", - წერს წითლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×