რეზონანსი
04.04.2023

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კონსილიუმის წევრების წინასწარი შეფასებით, სააკაშვილი უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

მმართველი გუნდის განცხადებით, დასკვნაში უნდა იყოს ასახული დიაგნოზი და უნდა მოხდეს ასევე თვითდაზიანების შეფასებაც.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის თვითდაზიანების მიზანი დრამატული სცენარის განვითარების მცდელობაა.

"თავად ის ფაქტი, რომ სტრასბურგში არ აგზავნიან სარჩელს, უკვე ნიშნავს იმას, რომ თვითონაც დარწმუნდნენ, რომ არავის დედამიწის ზურგზე აღარ სჯერა იმის, რომ ახლა თვითდაზიანების რეჟიმი არ აქვს პატიმარ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. ყველამ დაინახა ეს იმიტომ, რომ ჩვენ თავდაპირველად, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა პატიმარ სააკაშვილს, რომ მას გაეგრძელებინა კვება, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი მტკიცებულებებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი შეგნებულად აკეთებს იმას, რომ როგორმე რაღაც მანიპულაცია მოახდინოს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სხვა შემთხვევაში პასუხი არ არის კითხვაზე რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებს ნაცვლად იმისა, რომ თუ "ბუნებრივად დავუჯერებთ და ის ვერ იკვებება", რატომ ამბობს უარს გადასხმებზე? არავის აღარ სჯერა და მათ შორის არც მის მომხრეებს, რომ სტრასბურგის სასამართლო დაიჯერებს იმას, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის თვითდაზიანების რეჟიმში," - აცხადებს უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×