რეზონანსი
04.04.2023

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საპირისპირო მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უფრო მეტიც, ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის - ეს არის მათი მოლოდინი. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ წელს, დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს", - აღნიშნა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან" ერთად სტატუსის მიღება არ უნდა, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. პარტია „დროას" წევრი მარიკა მიქიაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×