რეზონანსი
04.04.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრს სალომე სამადაშვილს მიმართა, რომელმაც დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, სალომე სამადაშვილი გადაუხდიდა თუ არა დაკავებულს მადლობას იმ შემთხვევაშიც, თუ დადასტურდებოდა, რომ მან სამართალდამცავის ცოცხლად დაწვა სცადა.

"მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს და ცეცხლი წაუკიდა, გადაუხდით თუ არა მადლობას ხვალ. მიპასუხეთ კი თუ არა. ანუ არ გაქვთ ამაზე პასუხი. ქალბატონო სალომე, კითხვის არსი ხომ გესმით? შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა. ანუ არ მპასუხობთ, თქვენი მთელი ფარისევლობა, სწორედ ამაშია, რომ ამ შეკითხვას არ პასუხობთ. თუ დადასტურდა, რომ მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით იმიტომ, რომ სწორად გადაასხა ბენზინი და სწორად წაუკიდა ცეცხლი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისს საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურება ედება ბრალად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×