რეზონანსი
06.04.2023

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გაესაუბროს რუსეთს და შეიტანოს წვლილი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაში. Reuters-ის ცნობით, ამის საპასუხოდ სი ძინპინმა გამოთქვა იმედი, რომ ორი მხარე რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდება.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიამ საერთაშორისო სტაბილურობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მე ვიცი, რომ შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების საკითხში", - განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ და პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებისკენ მოუწოდა. ელისეს სასახლემ მოლაპარაკებებს „გულწრფელი და კონსტრუქციული", ხოლო ოფიციალურმა პეკინმა - „მეგობრული და საფუძვლიანი" უწოდა.

მაკრონმა ასევე სთხოვა სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დაიცვას. ჩინეთის ლიდერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×