რეზონანსი
06.04.2023

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

მისივე თქმით, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ნებისმიერი პატიმარი და, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნვას, რომელიც მას სჭირდება. ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს და დაიწყოს ძალების მოკრეფა,"- განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×