რეზონანსი
06.04.2023

ძირითად საკითხებზე არსებობს გადაკვეთის წერტილები. არსებობს რესურსი, რომ ერთად ვიმუშაოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ვოლტი საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა, სერგი მარღანიამ განაცხადა.

„იგეგმება ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც აღარ ითვალისწინებს იმ კონკრეტულ მოთხოვნებს და იმ კონკრეტულ ფიქსირებულ ტარიფებს, რომელიც დღეს არსებობს. ერთადერთი წითელი ხაზი, რაც გაჟღერებული იყო დღევანდელ შეხვედრაზე, ეს არის ჩვენი პოზიცია დაბლოკილ კურიერებთან დაკავშირებით", - აღნიშნა სერგი მარღანიამ.

„ვოლტის" კურიერებმა დღეს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართეს. პარტნიორები ხელმძღვანელობას მათი პირობების შესრულებას სთხოვდნენ. სამუშაო ანაზღაურების გაზრდა, რუკების ჩასწორება და სიცოცხლის დაზღვევა - ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც კურიერებს კომპანია „ვოლტთან" აქვთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×