რეზონანსი
06.04.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ამერიკის მოქალაქეს ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, თუმცა ლილუაშვილს არ აქვს ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა ეს კონკრეტული ფაქტი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას.

„ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვიდა ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი. ალბათ თვითონაც კარგად იციან რატომ არ შემოვუშვით. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ასე ვთქვათ დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ. ვერ გეტყვით, სანქციები პირდაპირ კავშირშია არ შემოშვებასთან, თუ არა. ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

პოლიტიკურ და სამართლებრივ წრეებში აქტიურად განიხილავენ მიზეზებს, რის გამოც სასამართლო სისტემის რამდენიმე წარმომადგენელს აშშ-მ სანქციები დაუწესა. ოფიციალურ მოტივად კორუფცია დასახელდა, თუმცა განცხადებაში კონკრეტულ ფაქტებზე არაფერია ნათქვამი, რაც თავად სანქცირებულ მოსამართლეებს აფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ ზეწოლას ეხება. სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენლების დატრენინგებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×