რეზონანსი
06.04.2023

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერის უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების საკითხი წამოწია.

„პრეზიდენტ სი ძინპინს მოვუწოდე დალაპარაკებოდა პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვიცი ამის შესახებ [ზელენსკის სურვილის შესახებ] პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებიდან და მან ეს საჯაროდ მოითხოვა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ასე რომ, საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა თავისი მზადყოფნა საუბრის გამართვისთვის, როცა შესაფერისი პირობები და დრო დადგება. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითი ელემენტია", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×