რეზონანსი
06.04.2023

რუხის კლინიკაში დღეს ლიფტი ჩავარდა. ლიფტი მეოთხე სართულის სიმაღლიდან მაშინ მოწყდა, როცა იქ 4 პირი იმყოფებოდა. ერთი მათგანი მძიმედაა დაშავებული, საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა.

დაშავებული დედაქალაქიდან რუხში ჩასული ექიმია, თუმცა კლინიკაში სხვა დეტალებს მალავენ და ამბობენ, რომ დაშავებულმა ფეხი თავად იღრძო.

"არავინ არ ჩავარდნილა, ფეხი გადაუტრიალდა ადამიანს...დიახ, მაგის გამო წავიდა თბილისში, თბილისელია..." - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი

მისივე თქმით, ლიფტი უფუნქციოა და არ მუშაობს.

ცნობისთვის, კლინიკა კოვიდპანდემიის დროს, 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ თითქმის უფუნქციოა. კლინიკა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×