რეზონანსი
06.04.2023

სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთში ჯერ ცვლიან ინფორმაციას და შემდგომ ხდება ამ გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე რაღაც სახის საჯარო კომუნიკაცია, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, წყაროს, რომელმაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არ სურს, რომ საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობა ჰქონდეს მაღალ ნიშნულზე და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ამის არარსებობა არამხოლოდ დიპლომატიური შიგთავსის ნაკლებობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ წყაროს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი დაეყრდნო, ნამდვილად არ სურს არც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის მაღალ ნიშნულზე ყოფნა, და რაც ყველაზე მთავარია, ამ წყაროს არაფრით არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება დეპოლარიზაციას ხელს რომ ვერ შეუწყობს საქართველოში, ცხადზე ცხადია. თითქოს, სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროს სურვილი და მიზანი არის ეს - პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს მეტად დაშორება სტატუსის მინიჭებისგან, რამაც შეიძლება შემდგომში რაღაც საფუძველი მისცეს გარკვეულ ძალებს, რომ აქტიური მოქმედებები დაიწყონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×