რეზონანსი
06.04.2023

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, სამართალდამცავები სასამართლოს წინაშე მოუმზადებელი წასრდგნენ დ ა მათ მტკიცებულები და მოწმეთა ჩვენებები არ გააჩნდათ, სადაც თამაზ ბაკურიძის დანაშაული იკვეთებოდა.

როგორც თამაზ ბაკურიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მას დაკავებისას აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვეულებრივად მიმდინარეობდა გამოსახლება, ჩემ პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებდი, ჩავატარე მიტინგი, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ უცებ სიტუაცია დაიძაბა, დავინახე, რომ სახლის მეპატრონემ სახურავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ჩემი და იქ მყოფი მოქალაქეების მხრიდან, აღშფოთება გამოიწვია, რა დროსაც მოქალაქეებმა ჭიშკარი შეაღეს, რომელიც აღსრულების პოლიციას ჩაკეტილი ჰქონდა, პროცესი უმართავი გახდა, აღსრულების პოლიციას ვუთხარი, რომ მოქალაქეებთან ჩხუბის ნაცვლად, სახურავზე მყოფი მოქალაქე გადაერჩინათ. მომესმა, რომ ვიღაცის დაკავებას გეგმავდნენ, უცებ მოვარდნენ და კი არ დამაკავეს, დამაგდეს ძირს, დაიწყეს ძალადობა ხელის გადაგრეხა ფეხების დარტყმა - აღსრულების პოლიციამ დაკავებისას ჩემზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა. ამ დროს გონება დავკარგე და გონს რომ მოვედი, სასწრაფო დახმარება იყო მოსული. გადამიყვანეს პროკურატურაში და შემდეგ სასამართლოში. პროცესზე აღსრულების პოლიციას არანაირი მტკიცებულებები და მოწმეები არ ჰყავდა. სასამართლომ ორივე მხარეს 24 აპრილამდე ვადა მისცა, მტკიცებულებების წარსადგენად. მე კი ხელწერილის საფუძველზე თავისუფალი ვარ", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ

ცნობისთვის, დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მიქელაძეების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა.

რაც შეეხება მიქელაძეების ხუთ სულიან ოჯახს, აღსრულების პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამოასახლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×