რეზონანსი
07.04.2023

საგამოძიებო კომისიის შექმნის არანაირი საფუძველი არ არსებობს დღეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, მათგან სასამართლოზე საუბარი არის მორალური აბსურდი.

„თუ ვინმეს არ აქვს სასამართლოზე საერთოდ საუბრის მორალური უფლება, ეს არის სააკაშვილის, ადეიშვილის პარტია და მათი თანამოაზრეები. მათგან სასამართლოზე საუბარი არის მორალური აბსურდი. საგამოძიებო კომისიის შექმნის არანაირი საფუძველი არ არსებობს დღეს და ეს არის მხოლოდ ინსინუაციების მცდელობა მათი მხრიდან, რასაც ყოველ ჯერზე ვხედავთ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოიფიქრონ რამე პოზიტიური საკითხი იმისთვის, რომ ჰქონდეთ საკუთარ დღის წესრიგში, შესაბამისად, მათ მსგავს დამოკიდებულებასა და წინადადებებს არანაირი ფასი არ გააჩნია ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×