რეზონანსი
07.04.2023

ინგუშეთში შეიარაღებული დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი მოკლეს, რვა კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას OC-MEDIA სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიარაღებული დაპირისპირება 5 აპრილს მოხდა.

6 აპრილს, რუსულმა სამთავრობო მედიამ TASS-მა გაავრცელა ინგუშეთის FSB-ს დირექტორის პრესსამსახურის განცხადება, რომ ინგუშეთის სოფელ ზიაზკოვ-იურტიში სროლა იყო. მათივე ინფორმაციით, სოფლის ერთ-ერთ შენობაში უცნობმა პირებმა ბარიკადები მოაწყვეს, მათ დასაკავებლად მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნეს.

მოგვიანებით, Telegram არხმა Mash Gor-მა გაავრცელა ცნობა, რომ სროლისას ორი შეიარაღებული პირი დაიღუპა, მათ შორის იყო 21 წლის კაცი. შეიარაღებული ჯგუფის დანარჩენი წევრები კი გაიქცნენ.

OC-MEDIA წერს, რომ რუსი პოლიციელები ეძებდნენ იმ ჯგუფს, რომლებმაც 27 მარტს საპოლიციო პოსტებზე განახორციელეს თავდასხმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×