რეზონანსი
07.04.2023

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სამი ბრალდებულის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ თქვა, საქმის მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტისა და არც შესრულების ეტაპზე, შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ადამიანები ჩასულიყვნენ.

ბატონმა შალვა ქორიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები. შესაბამისად, წარმოიქმნა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და თავის ტკივილი ბრალდებისთვის იმდენად, რამდენადაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ აუზში არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები არც იმ და არც ნებისმიერ სხვა დღეს.

ვის უნდა უზრუნველყო აღნიშნულის დაცვა, ფაქტია, რომ ეს იყო ბრალდების მხარის ვალდებულებაა დაედგინა და განესაზღვრა იმდენად, რამდენადაც, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და არც არავინ დაობს, რომ პროექტის ჩაბარების შემდგომ, 21 აგვისტოდან, ამის ვალდებულება არ ჰქონდა შპს. "გრინსერვისს".

არსებობს აუზის ორი ტიპი, როგორც ამას სპეციალისტები განმარტავდნენ. არის აუზი, რომელიც განკუთვნილია ცურვისთვის და გადაადგილებისთვის, არსებობს შადრევანი, რომელიც ნებისმიერი ამისთვის არ არის განკუთვნილი იმდენად, რამდენადაც იმთავითვე შეიცავს რისკებს, არამხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ჭავლების მიზეზითაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულდა აუზის ის ტიპი, რომელიც განკუთვნილი არ იყო ადამიანების გადაადგილებისთვის" თქვა ადვოკატმა [ინტერპრესნიუსი].

მისი თქმით, "გრინსერვისს", 26 აგვისტოდან მოყოლებული არავითარი ვალდებულება აღარ გააჩნდა შადრევნის მოვლა-პატრონობაზე, ხოლო ვის გააჩნდა, ეს პროკურატურის მიერ დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×