რეზონანსი
08.04.2023

ჩაქვში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხალას, ჩაისუბნისა და გორგაძეებთან დამაკავშირებელი სპეციალურად მოწყობილი დროებითი ხიდი წაიღო.

ადგილობრივების ინფორმაციით, აქ ცენტრალურ ხიდზე ოთხი დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო, ცენტრალური ხიდის დემონტაჟი მოხდა, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი დროებითი გასასვლელი გზა მოეწყო, თუმცა ახლა ეს გზა აღარ არსებობს. მოსახლეობა ცენტრალური ხიდის მონტაჟის პარალელურად დროებით ხიდის მონტაჟს ითხოვს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოჯახებს შეუძლიათ, სოფლებთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული გზით ისარგებლონ. რაც შეეხება დროებითი ხიდის საკითხს, მისი მონტაჟის დაწყება ამინდზეა დამოკიდებული. ახალი ხიდის მშენებლობისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×